Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრები. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ ”ჩვენ ვართ მომავლის რეგიონი, რომელსაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.” ქობალიას თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოსთვის პარტნიორები არიან როგორც ინვესტიციების, ასევე სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შაჰინ მუსტაფაევის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ქვეყანაში კი რეგისტრირებულია 272 აზერბაიჯანული კომპანია, რომლებმაც 7 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნეს. თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ზაფერ ჩაღლაიანმა კი აღნიშნა, რომ აუცილებელია ბაქო-თბილისი-ყარსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტების კიდევ უფრო განვითარება. დღესვე თბილისში გაიმართა სამი ქვეყნის წარმომადგენელთა ბიზნესფორუმი.
XS
SM
MD
LG