Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმუდ რეზა საჯადი: ტერაქტები ისრაელმა დაგეგმა თეირანის დისკრედიტაციის მიზნით


თბილისში, ისრაელის საელჩოს თანამშრომლის ავტომანქანის აფეთქების მცდელობასა და ინდოეთისა და ტაილანდის დედაქალაქებში ამ კვირაში მომხდარ აფეთქებებთან კავშირს თეირანი კვლავ უარყოფს. რუსეთში ირანის ელჩმა მაჰმუდ რეზა საჯადიმ მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არ გამორიცხა, რომ ტერაქტები ისრაელმა დაგეგმა თეირანის დისკრედიტაციის მიზნით. ელჩის თქმით, ისრაელი ცდილობს მომხდარი წარმოაჩინოს როგორც თეირანის საპასუხო მოქმედება ისრაელის სპეცსამსახურების მიერ ირანელი მეცნიერების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტებზე. ამავე პრესკონფერენციაზე მაჰმუდ რეზა საჯადიმ განაცხადა, რომ თეირანის გეგმებში არ არის ბირთვული იარაღის შექმნა, თუმცა ირანი მზად არის მის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო იერიშს ადეკვატურად უპასუხოს.
XS
SM
MD
LG