Accessibility links

დაიწყო ხელმოწერა პეტიციაზე - ”ეს შენ გეხება”


დღეს თბილისში დაიწყო ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილმა მოამზადა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის შეცვლის მოთხოვნით.

კამპანია სახელწოდებით ”ეს შენ გეხება” ორშაბათიდან მიმდინარეობს და პეტიციაზე ხელმოწერის გარდა, პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებების გაგზავნას, აქციების გამართვასა და საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირებას ითვალისწინებს.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ მომზადებულ პეტიციაში ნათქვამია, რომ აცნობიერებენ რა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, ”კატეგორიულად მიუღებელია შარშან დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს, განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას ანიჭებს კონტროლის პალატას, სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას და აუარესებს საარჩევნო გარემოს.”

პეტიცია საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარედგინება.
XS
SM
MD
LG