Accessibility links

ავღანეთის და პაკისტანის ლიდერები სამშვიდობო ინიციატივებზე მსჯელობენ


პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი თალიბანთან შერიგების მცდელობას - რათა დასრულდეს ომი, რომელიც ავღანეთში უკვე მეთერთმეტე წელია მიმდინარეობს. ეს განცხადება ხუთშაბათს გაკეთდა, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სადაც ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი სამიტზე შეხვდა პაკისტანის ლიდერებს. გავრცელებული ცნობებით, კარზაიმ პაკისტანის მხრიდან მხარდაჭერას სამშვიდობო პროცესის წარმატებისთვის „უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა. ისლამაბადში ასევე ჩადის ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, რომელიც ოფიციალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. როგორც იუწყებიან, სამმხრივი მოლაპარაკების თემები იქნება ტერორიზმთან და საეთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - ნარკოტიკების და ადამიანების ტრეფიკინგთან ბრძოლის ჩათვლით - ისევე, როგორც სასაზღვრო და სავაჭრო საკითხები.
XS
SM
MD
LG