Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებია ჩადენილი


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი აცხადებს, რომ სირიაში შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან გვქონდეს საქმე, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი უკვე მეთერთმეტე თვეა ძალისმიერ ზეწოლას მიმართავს ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ. ვენაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბან კი მუნმა განაცხადა - „მოწმენი ვართ საცხოვრებელი უბნების განურჩეველი დაცხრილვისა, საავადმყოფოების წამების ცენტრებად გამოყენებისა, 10 წლის ბავშვების მკვლელობისა და ტანჯვისა. თითქმის ეჭვგარეშეა, რომ საქმე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან გვაქვს“. ჩინეთი აცხადებს, რომ პარასკევს სირიაში თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიავლენს, რათა ის კონფლიქტის „მშვიდობიანი“ გზით გადაჭრას შეეცადოს. დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭი უნდა უყარონ არასავალდებულო ხასიათის რეზოლუციას, რომელიც ასადის რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გმობს და მხარს უჭერს ასადის გადადგომის თაობაზე არაბთა ლიგის მოწოდებას.
XS
SM
MD
LG