Accessibility links

ტაილანდი: ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ თავდასხმები ირანელებმა დაგეგმეს


ტაილანდის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ ირანის მოქალაქეები, რომლებიც მათ მიერ ნაქირავებ სახლში აფეთქების შემდეგ დააპატიმრეს, როგორც სჩანს, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ გეგმავდნენ თავდასხმებს. მინისტრის, პრევპან დჰამაპონგის, ამ სიტყვების ფონია ტაილანდში ისრაელის ელჩის, იცხაკ შოჰამის მიერ გაკეთებული განცხადება - რომ ხელნაკეთი ბომბები, რომლებიც აფეთქების ადგილას იპოვეს, იმ მოწყობილობების მსგავსია, რომლებიც ამ კვირაში საქართველოში და ინდოეთში გამოიყენეს ისრაელის დიპლომატების წინაამდეგ. ისრაელი თვლის, რომ თავდასხმების უკან ირანი დგას. ირანი ბრალდებას უარყოფს. ბანგკოკში ორი ირანელი კაცი სამშაბათს დააკავეს, რამდენიმე აფეთქების შემდეგ. ტაილანდი მალაიზიას სთხოვს მესამე ირანელის ექსტრადიციას - რომელიც ოთხშაბათს დააკავეს. მეოთხე ეჭვმიტანილი, როგორც იუწყებიან, იმალება.
XS
SM
MD
LG