Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშენალი“: ლიბიაში შეირაღებული ჯგუფები უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს


ლიბიაში ამბოხების დაწყების წლისთავზე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აცხადებს, რომ იმ შეიარაღებული დაჯგუფებების ნაწილი, რომლებმაც მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობაში მიიღეს მონაწილეობა, ახლა უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ლიბიის ციხეების მონახულების შემდეგ გავრცელებულ ანგარიშში ორგანიზაცია ამბობს, რომ შეიარაღებული ჯგუფები ციხეებში სვამენ და აწამებენ ხალხს, ვისაც კადაფის მხარდამჭერებად მიიჩნევენ. ამასთან, ორგანიზაციის თანახმად, ამ ჯგუფებმა სახლებიდან გამოასახლეს აფრიკელი მიგანტების თუ სხვა უმცირესობების მთელი ჯგუფები. განცხადებაში მოტანილია დაკავებულთა მონათხრობი - რომ მათ მათრახებით, ჯაჭვებით და ელექტროშოკით აწამებენ. ანგარიშის თანახმად, წამების შედეგად სექტემბრის შემდეგ ლიბიაში სულ მცირე 12 პატიმარი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG