Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა შონიას თქმით, რუსეთის სამხედროებს მისი ვაჟი არ უცემიათ


ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას მკვიდრი მამუკა ფიფიას დედა უარყოფს რუსეთის სამხედროების მიერ მისი ვაჟის ცემის ფაქტს. საქართველოს მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ 15 თებერვალს რუსეთის სამხედროებმა ქართველი მოზარდი, მეათეკლასელი მამუკა ფიფია იმის გამო სცემეს, რომ მას სასკოლო ჩანთაში ქართული სახელმძღვანელო აღმოაჩნდა. გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს მომხდარს. გალის რაიონის ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორის, ლავრენტი მიქვაბიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია „ფიქციაა“. როგორც მამუკა ფიფიას დედამ, მანანა შონიამ უთხრა ჩვენი რადიოს სპეციალურ კორესპონდენტს, რუსეთის სამხედროებმა გალის რაიონის სოფელ თაგილონში მართლაც გააჩერეს მისი ვაჟი, რომელიც სკოლაში მიდიოდა. მას შემდეგ, რაც მას არ აღმოაჩნდა მოსწავლის ბილეთი, ფიფია გაჩხრიკეს და გადაუხიეს რვეული, რომელზეც საქართველოს დროშა ეხატა. მანანა შონიას თქმით, ამის შემდეგ მის ვაჟს გზა დაუთმეს და მისთვის არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ.
XS
SM
MD
LG