Accessibility links

logo-print

ტიმოშენკო ექიმებს სთხოვს მისი დიაგნოზი არ გაახმაურონ


უკრაინელი ექიმები - წევრები მედიკოსების საერთაშორისო ჯგუფისა, რომელმაც ამჟამად ციხეში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ჩაუტარა გამოკვლევა - აცხადებენ, რომ ის „ოპერაციას არ საჭიროებს“. ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რაისა მოისეენკომ ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტიმოშენკოს თხოვნით მისი დიაგნოზი საჯაროდ არ გამოცხადდება. ამასთან, მოისეენკოს თქმით, უკრაინის მედიაში გავრცელებული ცნობები - თითქოს გერმანელმა ექიმებმა ტიმოშენკოს ხერხემლის თიაქარი აღმოუჩინეს - უსაფუძვლოა. უკრაინელმა და უცხოელმა ექიმებმა ტიმოშენკო ხარკოვთან ახლოს მდებარე კოლონიაში ოთხშაბათს მოინახულეს. ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმაა ოპონენტების მხრიდან. ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდების გამო მას შვიდი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა. ციხეში მოხვედრის შემდგ ტიმოშენკო ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის.
XS
SM
MD
LG