Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თალიბანი მთავრობასთან მოლაპარაკებას უარყოფს


ავღანეთის თალიბანმა უარყო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აშშ-მა და ავღანეთის მთავრობამ ამ ისლამისტურ ჯგუფთან სამმხრივი მოლაპარაკება დაიწყეს ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მიზნით. კარზაიმ „ვოლ სტრიტ ჯორნალს“ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უთხრა, თალიბანი „ნამდვილად“ დაინტერესებულია სამშვიდობო გადაწყვეტის გამოძებნაში ომის დასრულების მიზნით - დისკუსიაში კი სამივე მხარეა ჩართულიო. გამოცემის თანახმად, კარზაიმ უარი თქვა იმ ადგილის დაზუსტებაზე, სადაც, მისი თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს და არც სხვა დეტალებზე უსაუბრია. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში თალიბანის პრესმდივანი, ზაბიულა მუჯაჰიდი გადაჭრით უარყოფს კარზაის სიტყვებს და აცხადებს, რომ თალიბანი კარზაის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას „არ გეგმავს“.
XS
SM
MD
LG