Accessibility links

აშშ-მა სანქციების დაუწესა ირანის დაზვერვის სამსახურს


აშშ-მა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ირანის დაზვერვის და უშიშროების სამინისტროს, რომელსაც ადანაშაულებენ ტერორიზმის მხარდაჭერაში, ასევე ირანის მოქალაქეთა უფლებების დარღვევასა და სირიის მთავრობისთვის დახმარებაში, ჩაახშოს საპროტესტო გამოსვლები. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტერორიზმის და საფინანსო დაზვერვის საქმეში, დევიდ კოენმა განაცხადა, რომ ირანის დაზვერვის სამსახური მხარს უჭერს ალ ყაიდას, ჰიზბალაჰსა და ჰამასს. სანქციების თანახმად, აშშ-ში მოგზაურობა ეკრძალება სამინისტროს თანამშრომლებს, გაიყინება სამინისტროს ქონება აშშ-ში, აშშ-ის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ ურთიერთობა იქონიონ მასთან. ეს ბოლო ნაბიჯია, რომელიც აშშ-მა გადაგა ირანის წინააღმდეგ. დასავლეთსა და ირანს შორის დაძაბულობაა თეირანის სადავო ბირთვული პროგრამის გამო.
XS
SM
MD
LG