Accessibility links

აშშ-ის დაზვერვის სამსახური: სირიაში აფეთქებები ალ-ყაიდამ მოაწყო


აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორის თქმით, ერაყის ალ ყაიდის განყოფილება უნდა იდგეს სირიის მთავრობის წინააღმდეგ ახლახან განხორციელებული თავდასხმების უკან. ჯეიმს კლეპერმა სენატის კომიტეტს განუცხადა, რომ სირიის უშიშროების და სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ მოწყობილი აფეთქებების მანერა ალ ყაიდისა უნდა იყოს. მისი აზრით, სირიის ოპოზიციის ჯგუფებში, ისე რომ მათ ეს არ იციან, ალ ყაიდამ თავისი ხალხი შეაგზავნა. კლეპერის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციური ჯგუფის უქონლობა სირიაში გამოიწვევს ვაკუუმს ხელისუფლებაში, რომელსაც ექსტრემისტები შეავსებენ, თუ ალ ასადის მთავრობა დაეცა. ასეთი სცენარი, მისი თქმით, უსიამოვნებას მოიტანს, რადგან სირიას აქვს ქიმიური იარაღის დიდი ქსელი. კლეპერის განცხადებები მოჰყვა ალ ყაიდის მეთაურის, ალ ზავაჰირის მოწოდებას მაჰმადიანებისადმი, მხარი დაუჭირონ სირიის ოპოზიციას.
XS
SM
MD
LG