Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სირიის მთავრობის ქმედება დაგმო


გაეროს გენერალური ასამბლეის 193-მა წევრმა ქვეყანამ დღეს კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს სირიის მთავრობის ძალადობას საკუთარი ხალხის მიმართ. რეზოლუციის პროექტი, რომელიც საუდის არაბეთმა წარადგინა, უშიშროების საბჭოში ადრე განხილული (მას ვეტო დაადო რუსეთმა) პროექტის მსგავსია და გულისხმობს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადადგომას. ამჯერად რეზოლუციას მიემხრო 137 სახელმწიფო, წინააღმდეგი გამოვიდა, 12, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, ჩრდილოეთ კორეა და ვენესუელა. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მოწოდების ხასიათი აქვს, არაა იურიდიული ძალის მქონე, მის საფუძველზე სანქციებს ვერ დააწესებენ.
XS
SM
MD
LG