Accessibility links

logo-print

”თალიბანი” უარყოფს კარზაისთან მოლაპარაკებათა მიმდინარეობას


ავღანეთის ”თალიბანის” წარმომადგენლებმა უარყვეს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადება ეროვნული შერიგებისთვის სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ის გულისხმობდა სამმხრივ მოლაპარაკებებს ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბებს შორის, აშშ-ის მონაწილეობით. გაზეთ The Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კარზაი ირწმუნებოდა, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა, დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა. ავღანეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თალიბები დაინტერესებული არიან სამშვიდობო შეთანხმებით. თალიბთა წარმომადგენელმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და თალიბები არც აპირებენ კარზაის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ ყველა ღონეს ხმარობენ ავღანეთში დიალოგის ხელშეწყობისთვის, თუმცა, ნულანდს არ დაუდასტურებია ან უარუყვია კარზაის განცხადება მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.
XS
SM
MD
LG