Accessibility links

logo-print

კოსოვო აღნიშნავს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეოთხე წლისთავს


დღეს კოსოვოელი ალბანელები დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეოთხე წლისთავს აღნიშნავენ. 2008 წლის 17 თებერვალს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კოსოვო დასავლეთის არაერთმა სახელმწიფომ აღიარა, თუმცა, სერბია კოსოვოს კვლავაც თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. დღეს პრიშტინაში კოსოვოს უსაფრთხოების ძალების აღლუმია დაგეგმილი. მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართულ რეფერენდუმზე გამოვლინდა, რომ კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების დიდი უმრავლესობა არ ცნობს ალბანელთა მმართველობას. სერბიასა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობს, 21 თებერვალს განახლდება ბრიუსელში. ამ ფონზე ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სერბიის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნის შესახებ.
XS
SM
MD
LG