Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევა პოლიტიკაში რჩება


სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა, ალა ჯიოევამ, რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება. ცხინვალის საავადმყოფოში მყოფმა ჯიოევამ თქვა, კარგია, მოითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი და იცხოვრო ცივილიზებულ ქვეყანაში სრულუფლებიან ადამიანად, მაგრამ ეს ჩემი წესი არ არის, ვერ ვუღალატებ ადამიანთა უზარმაზარ აუდიტორიას, რომელიც მომენდო და გამომყვა მათი საკონსტიტუციო უფლებების დასაცავად, ამიტომ ვრჩები ძველ აზრზე, რომ ვივლი წინააღმდეგობების მიუხედავად მიზნისკენ, რომელიც დავისახე ჩვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდეო, უთხრა ჯიოევამ "ეხო კავკაზას". მან დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 25 მარტის საპარლამენტო არჩევნებს უკანონოდ თვლის. ოპოზიციის ლიდერი საავადმყოფოშია სამკურნალოდ, ცხინვალში, მისი ოფისზე შეიარაღებული იერიშის შემდეგ.
XS
SM
MD
LG