Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა გერმანიის პრეზიდენტი


გერმანიის პრეზიდენტმა კრისტიან ვულფმა დღეს გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგა. ბოლო თვეებში ვულფის გარშემო არაერთი სკანდალი იყო მისი კორუპციაში დადანაშაულების გამო. ვულფმა პარასკევს თავის ოფისში განაცხადა, რომ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ყოველთვის კანონის ჩარჩოებში მოქმედებდა. მისი თქმით, ამ ბრალდებებმა გერმანიის მოქალაქეთა შორის მას ნდობა დაუკარგა, ამიტომ თანამდებობაზე დარჩენა შეუძლებელია.

ხუთშაბათს, გვიან საღამოს, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის პროკურატურამ გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში, გაგზავნა მოთხოვნა, ვულფისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის დროს იმუნიტეტის გაუქმების შესახებ. მას ბრალად ედება საბანკო კრედიტის უკანონოდ მიღება ქვემო საქსონიის პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ახალი პრეზიდენტი პარლამენტის საგანგებო სხდომამ უნდა აირჩიოს 30 დღის განმავლობაში.

კანცლერმა ანგელა მერკელმა იტალიაში თავისი ვიზიტი გადადო კრიზისის გამო. მან განაცხადა, რომ კონსულტაციები ექნება ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ქვეყნის ახალი პრეზიდენტის კანდიდატის შესათანხმებლად.
XS
SM
MD
LG