Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალი საქართველო." ნეიტრალიტეტის დაცვას ითხოვს


ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის დაცვას ითხოვს პარტია "თავისუფალი საქართველო". მისი განცხადებით, ირანს, ისრაელსა და აშშ-ს შორის ვითარების უკიდურესად დაძაბვის ფონზე როგორც ევროპის ქვეყნებმა, ასევე რეგიონის ლიდერებმა, მათ შორის თურქეთმა, უკვე განაცხადეს, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ ირანის საწინააღმდეგო ძალისმიერ კამპანიაში. ”თავისუფალი საქართველო” შემაშფოთებლად მიიჩნევს არაოფიციალურ ინფორმაციას ომის დაწყების შემთხვევაში, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გამოყენების შესახებ და მთავრობის რამდენიმე წევრის განცხადებას, რომ არ არის გამორიცხული ანტიირანული სანქციების მხარდაჭერა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ნებისმიერი მცდელობა, ჩაერთოს ირანის საწინააღმდეგო სანქციების პოლიტიკაში, იქნება პროვოკაცია როგორც ქართული სახელმწიფოს, ასევე მთლიანად რეგიონის წინააღმდეგ. ”თავისუფალი საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ და ცალსახად გაემიჯნოს ამ პროცესს.
XS
SM
MD
LG