Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” სასამართლოში ჩივილს აღარ აპირებს


საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი გადაიფიქრა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა.” მან ხუთშაბათს განაცხადა, რომ 2006 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი და პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 6 თვით, პრეზიდენტს კი - 10 თვით გაუგრძელდა, ამიტომ აუცილებელია კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არა ოქტომბერში, არამედ ივნისში და საპრეზიდენტო არჩევნების - მომავალი წლის იანვარში. დღეს ამავე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან გამართა კონსულტაციები, რომლის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური სპექტრი და დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფები პროცესის დაწყებას ეწინააღმდეგებიან. ”კვლავ ვრჩებით ჩვენი პოზიციის ერთგულნი, მაგრამ როგორც პასუხიმგებლობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია მივიჩნევთ, რომ საარჩევნო პროცესის თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში წარმართვა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის, მისი უმთავრესი შემადგენელი კი არჩევნების თარიღზე პოლიტიკური კონსენსუსია და ამდენად, გადავწყვიტეთ უარი ვთქვათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე", - ნათქვამია "ახალი თაობა-ახალი ინიციატივის" დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG