Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია გაეროში კენჭისყრის შემდეგ ურჩი არეალების დაბომბვას აძლიერებს


სირიის ოპოზიციური ჯგუფების თანახმად, სამთავრობო ძალებმა გააძლიერეს ქალაქ ჰომსის არეალის დაბომბვა, რაც გაეროს გენერალური ასამბლების მიერ იმ რეზოლუციის მიღებას მოჰყვა, რომელშიც მოწოდებაა გამოთქმული, გადადგეს პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი. პარასკევის დაბომბვა, ცნობით, ყველაზე ინტენსიური იყო ბოლო ორ კვირაში. ცნობა დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია, რადგან სირიაში მედიის მუშაობა შეზღუდულია. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხუთშაბათს მიიღო იურიდიული ძალის არმქონე რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია მთავრობის ძალადობა სირიის ხალხის მიმართ. რეზოლუცია ემხრობა არააბთა ლიგის გეგმას, რომელიც ალ-ასადის გადადგომას გულისხმობს. რუსეთი და ჩინეთი არ მიემხრნენ რეზოლუციას, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ ახლახან განხილული რეზოლუციის პროექტის მსგავსი იყო. საბჭოში მას ვეტო დაადეს რუსეთმა და ჩინეთმა. შარშან მარტის შემდეგ სირიაში ძალადობას ორივე მხარეს ექვსი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG