Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში, ოლიმპიაში, მუზეუმი გაძარცვევს


საბერძნეთის კულტურის მინისტრმა, პავლოს გარულანოსმა გადადგომის განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს ოლიმპიის მუზეუმი. არქეოლოგიური კომლექსი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მნივნელოვანი კულტურული ძეგლია. ეს არის ადგილი, სადაც საუკუნეების განმავალობაში ანტიკური ოლიმპიური თამაშები ტარდებოდა. აქვე იგეგმებოდა ათი მაისისთვის ოლიმპიური ცეცხლის დანთება და ჩირაღდნით მისი ლონდონში, ოლიმპიურ თამაშებზე წაღება. პოლიციის ცნობით, პარასკევს, დილით ადრე, ორმა შეიარაღებულმა პირმა მოახერხა დაცვას გამკვლავებოდა, შეეღწია კომპლექსში და წაიყო 70-მდე ექსპონატი. ოლიმპიის მერის, თიმიოს კოციასის თქმით, წაღებული ნივთები ფასდაუდებელია.
XS
SM
MD
LG