Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვში ეთნიკური ალბანელები დამოუკიდებლობის მეოთხე წლისთავს აღნიშნავენ


სერბიისგან თავიანთი ოლქის გამოყოფის, დამოუკიდებლობის გამოცხადების ოთხი წლისთავს ზეიმობენ პარასკევს კოსოვოს ალბანური მოსახლეობა. 2008 წლის 17 თებერვალს გამოცხადებული ცალმხრივ დამოუკიდებლობა დასავლეთის ქვეყნების დიდმა ნაწილმა აღიარა. მას კატეგორიულად არ ეთანხმება სერბია, რომელიც კოსოვოს ოლქს თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. პარასკევის ზეიმის ნაწილია სამხედრო აღლუმი პრიშტინაში. ამ კვირაში, კოსოვოს სერბულმა მოსახლეობამ რეფერენდუმში უარი უთხრა მათი ოლქის დამოუკიდებლობას. ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკება სერბებსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის 21 თებერვალს განახლდება.
XS
SM
MD
LG