Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი: იარაღის სფეროში ირანი არ არის დამაჯერებელი


გაეროს გენრალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ირანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობოა. ბანმა პარასკევს განაცხადა, რომ ისლამურ რესპუბლიკას ასევე დამაჯერებლობა აკლია იმის მტკიცებაში, რომ არ მუშაობს ბირთვული იარაღის განვითარებაზე. იქვე გენერალურმა მდივანმა მოწოდება გამოთქვა ირანზე სამხედრო თავდასხმის წინააღმდეგ და თქვა, რომ დიპლომატიას ალტერნატივა არ გააჩნია. ბანი ვენაში ესწრებოდა ბირთვული იარაღის გამოცდის ხელშეკრულების ორგანიზაციის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრას. ატომური ენერგეტიკის სააგეტოს ჯგუფი მომავალ კვირაში უნდა ჩავიდეს თეირანში, რათა გაგრძელდეს გამოკვლევა ირანის ბირთვული პროგრამის საეჭვო, იარაღთან დაკავშირებული ცდებისა. ირანი უარყოფს, რომ იარაღზე მუშაობს.
XS
SM
MD
LG