Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერები სირიის ოპოზიციას დახმარებას პირდებიან


ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერებმა სირიის ოპოზიციას დახმარება აღუთქვეს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა ასადის მოწინააღმდეგეებს გაერთიანების და უკეთესად ორგანიზებისკენ მოუწოდეს. ამასთან, სარკოზიმ განაცხადა, რომ სირიაში გარედან ინტერვენციისთვის შესაფერისი პირობები არ არის. სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამხედროებმა დღესაც გააგრძელეს ცენტრალური ქალაქის, ჰომსის უბნების დაცხრილვა. ერთ-ერთი ოპოზიციური ჯგუფის ინფორმაციით, დღევანდელი იერიში ყველაზე მასშტაბური იყო მას შემდეგ, რაც 13 დღის წინ მთავრობის ჯარებმა ჰომსში გამაგრებული ოპოზიციონერების წინააღმდეგ დაიწყეს შეტევა. ხუთშაბათს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უპირატესობით დაამტკიცა არასავალდებულო ხასიათის რეზოლუცია, რომელიც არაბთა ლიგის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას უჭერს მხარს. ეს გეგმა, თავის მხრივ, ასადს გაადგომისკენ მოუწოდებს. რუსეთმა და ჩინეთმა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს.
XS
SM
MD
LG