Accessibility links

logo-print

ჩინეთი სირიას სისხლისღვრის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს


სირიაში ყველა დაპირისპირებულ მხარეს სისხლისღვრის შეწყვეტისაკენ მოუწოდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟაი იუნმა, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დამასკში შეხვდა. ჩინელი დიპლომატის თქმით, პეკინი "უკიდურესად შეშფოთებულია" სირიაში კრიზისის ესკალაციით. ჩინეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია, წინააღმდეგ მისცა ხმა გენერალური ასამბლეის მანამდე კი უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციას, რომელიც გმობს სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევას. სირიელი აქტივისტების თქმით, სამთავრობო ძალებმა პარასკევს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ცენტრალურ ქალაქ ჰომსს, რომელი ასადის მოწინააღმდეგე ძალების მთავარ საყრდენ პუნქტს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG