Accessibility links

ხაბაროვსკში პუტინის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა


ლოზუნგით „არის, რაც უნდა დავიცვათ“ ხაბაროვსკში პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობას ღებულობდა დაახლოებით 12 ათასი კაცი. პუტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა შაბათს ულან უდეში და ვლადივოსტოკში. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 4 მარტს ტარდება. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინს ანალიტიკოსები პირველსავე ტურში უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას.
XS
SM
MD
LG