Accessibility links

აზერბაიჯანში დააპატიმრეს ირანელი ჟურნალისტი


აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა ირანის ახალი ამბების სააგენტო „ფარსის“ კორესპონდენტი. ამის შესახებ იუწყება აღნიშნული სააგენტო, რომლის თანახმად ბაქოელი კორესპონდენტი ხუთშაბათს, მისსავე სახლში, ყოველგვარი ბრალდების წაუყენებლად დააპატიმრეს. თუმცა, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურს მოჰყავს დაპატიმრებული ჟურნალისტის ანარ ბაირამოვის ძმის სიტყვები, რომლის თანახმად პოლიციამ ჟურნალისტს სამი გრამი ჰეროინი აღმოუჩინა. ბაირამოვი თანამშრომლობდა ირანის აზერბაიჯანულენოვან ტელესადგურ „საჰართანაც“, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალს. თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ანარ ბაირამოვის დაპატიმრებას აზერბაიჯანში დაწყებული ანტიირანული კამპანიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG