Accessibility links

სირიაში ცეცხლი გაუხსნეს დაკრძალვის პროცესიას


სირიელი უფლებადამცველები იუწყებიან, რომ უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგლოვიარო პროცესიას, რომელიც პარასკევს დაღუპული სამი ოპოზიციონერის დაკრძალვაზე შეიკრიბა. იერიშის შედეგად სულ მცირე ერთი კაცი დაიღუპა და ოთხი-დაიჭრა. პარასკევს სირიელი აქტივისტები იუწყებოდნენ უსაფრთხოების ძალების მიერ ქალაქ ჰომსის საარტილერიო დაბომბვის შესახებ. სირიაში ყველა დაპირისპირებულ მხარეს სისხლის ღვრის შეწყვეტისაკენ მოუწოდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟაი იუნმა, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დამასკში შეხვდა. ჩინელი დიპლომატის თქმით, პეკინი უკიდურესად შეშფოთებულია სირიაში კრიზისის ესკალაციით. ჩინეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია, წინააღმდეგ მისცა ხმა გენერალური ასამბლეის, მანამდე კი უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციას, რომელიც გმობს სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევას.
XS
SM
MD
LG