Accessibility links

logo-print

უიტნი ჰიუსტონის ცხედარი ეკლესიაში დაასვენეს


ცნობილი პოპ-ვარსკვლავის უიტნი ჰიუსტონის ცხედარი დაასვენეს ნიუ ჯერსის ეკლესიაში, სადაც მომღერლის პანაშვიდი გაიმართება. ნიუარის ახალი რწმენის ბაპტისტურ ეკლესიაში პარაკლისზე დასასწრებად დაახლოებით 1500 ადამიანის დაეგზავნა მოსაწვევი. ბავშვობის დროს სწორედ ამ ეკლესიის გუნდში გალობდა უიტნი ჰიუსტონი, რომელიც 11 თებერვალს კალიფორნიაში გარდაიცვალა, გრემის დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე. მომღერალი 48 წლისა იყო. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ხოლო აუტოფსიის დასკვნა ოფიციალურად 8 კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG