Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი შეხვდა თალიბებთან დაკავშირებულ სასულიერო პირებს


ავღანეთის პრეზიდენტი დღეს პაკისტანში შეხვდა მაულანა სამიულ ჰაკს, სასულიერო პირს, რომელიც ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ მოძრაობა თალიბანთან აქვს კავშირი. ჰაკის თქმით, რომლის სიტყვებიც მოჰყავს „ასოშიეიტედ პრესს“, იგი „კეთილშობილურ საქმედ“ მიიჩნევს, დაეხმაროს სამშვიდობო პროცესს ავღანეთში, როგორც კი ცხადი გახდება, რას მოითხოვს კარზაი თალიბანისაგან. კიდევ ერთი რადიკალი სასულიერო პირი, ყაზი ჰუსეინ აჰმადიც აცხადებს, რომ ასევე შეხვდა ავღანეთის ლიდერს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავღანეთის ლიდერი საჯაროდ შეხვდა პაკისტანში არსებული თალიბანის მხარდამჭერ იდეოლოგიური ქსლის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG