Accessibility links

ჩრდილოეთ კავკასიაში სპეცოპერაციისას 17-მდე პოლიციელი დაიღუპა


რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, 17-მდე გაიზარდა იმ პოლიციელების რაოდენობა, რომლებიც ჩეჩნეთსა და დაღესტანში მეამბოხეთა ჯგუფის ლიკვიდაციის ოთხდღიან ოპერაციაში დაიღუპა. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რუსლან ალხანოვის თანახმად, შეტაკებებში დაიჭრა 24 ოფიცერი. ბოლო თვეების განმავლობაში ეს არის ყველაზე სისხლიანი და ხანგრძლივი ბრძოლა აღნიშნულ რეგიონში. პოლიციის თანახმად მეამბოხეთა სამი ჯგუფი, 50-100 მებრძოლის შემადგენლობით, პოლიციამ ალყაში მოაქცია ჩეჩნეთის ნოჟაი-იურტისა რაიონსა და მის მიმდებარე დაღესტნის ტერიტორიაზე. ალხანოვს არ უთქვამს, თუ რამდენი მეამბოხე იქნა მოკლული სპეცოპერაციის დროს. პარასკევს ხელისუფლებამ სულ მცირე 20 ექსტრემისტის დაღუპვის შესახებ გააკეთა განცხადება.
XS
SM
MD
LG