Accessibility links

logo-print

ლატვიაში გაიმართა რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსზე


ლატვიაში დასრულდა რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველს ერთადერთ შეკითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: გსურთ თუ არა რუსული ენა იყოს მეორე სახელმწიფო ენა? რეფერენდუმამდე ლატვიის ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეებმა მოუწოდეს ლატვიელებს, წინააღმდეგ მიეცათ ხმა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისულმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვალდის დუმბროვსკისმა განაცხადა, რომ „ამ ინიციატივის წინააღმდეგ ხმის მიცემა ქვეყნის საფუძვლების განმტკიცებისათვის ხმის მიცემას ნიშნავს.“ რეფერენდუმი, რომელიც რუსულენოვანი ჯგუფის თხოვნით ტარდება, კიდევ უფრო გააღრმავებს დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით რუსული ენის სტატუსის გამო. ეთნიკური რუსები, რომლებიც ქვეყანაში მეტწილად გასაბჭოების შემდეგ დასახლდნენ, ორმილიონიანი მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ. რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების მომხრეები მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი აუცილებელია, რათა ბოლო მოეღოს რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის ლატვიაში. რეფერენდუმის შედეგები კვირას დილით გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG