Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიელებმა უარი თქვეს მეორე სახელმწიფო ენაზე


წინასწარი მონაცემების შედეგად, ლატვიელთა უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა რუსული ენის, როგორც მეორე სახელმწიფო ენად დაკანონებაზე. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნით ლატვიაში რეფერენდუმი 18 თებერვალს გაიმართა. ეთნიკური რუსები, რომლებიც ლატვიაში უპირატესად გასაბჭოების შემდეგ ჩასახლდნენ, ქვეყნის მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ. რეფერენდუმით რუსულის, როგორც მეორე სახელმწიფო ენად აღიარებით, ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობა ფიქრობდა, რომ გადაიჭრებოდა პრობლემა, რასაც ზოგიერთი ეთნიკური რუსი მათ დისკრიმინაციას უწოდებს. თუმცა, ლატვიის პოლიტიკური ელიტა და ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადა ძირის უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს. საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტმა რეფერენდუმზე გამოტანილ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა.
XS
SM
MD
LG