Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ სენატს საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენატს საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სტაჟიან დიპლომატ რიჩარდ ნორლანდზე, რომელიც სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოში აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს შეცვლის. ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა და მას მუშაობის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება. 57 წლის რიჩარდ ნორლანდი გამოცდილი დიპლომატია. ამჟამად ის საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა. 2007-2010 წლებში იყო აშშ-ის ელჩი უზბეკეთში.
XS
SM
MD
LG