Accessibility links

სირიაში ძალადობა გრძელდება


დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად სირიაში კვლავ გრძელდება ძალადობა. ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ამბოხებულ იდლიბის პროვინციაში პროკურორი და მოსამართლე დახოცა. სააგენტო „სანას“ ცნობით თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა იმ მანქანას, რომელშიც პროკურორი და მოსამართლე ისხდნენ. აქტივისტების თქმით, სირიის სამთავრობო ძალები აგრძელებენ კონცენტრაციას ქალაქ ჰომსის გარშემო, ხოლო კვირას კვლავ გაგრძელდა ქალაქის ერთ-ერთი რაიონის, ბაბა ამრის საარტილერიო დაბომბა. შაბათს უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციის წევრების დაკრძალვის ცერემონიას დამასკში, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. გაეროს თანახმად ერთწლიანი ძალადობის შედეგად სირიაში 5400 ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
XS
SM
MD
LG