Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეა სეულს შეიარაღებული თავდასხმით დაემუქრა


კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა იმუქრება, რომ შეუტევს სამხრეთ კორეის პოზიციებს, თუკი ეს უკანასკნელი საწვრთნელ საარტილერიო სროლებს ჩაატარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სადაო სასაზღვრო მონაკვეთზე. ფხენიანის სამხედრო სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მტკიცებით ფორმით ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეული სამხედრო სწავლება ორშაბათს დაიწყება. ფხენიანი ამ გეგმას უწოდებს „უჭკუო პროვოკაციას“, რომელსაც პასუხად „შურისგების გამანადგურებელი დარტყმები“ მოჰყვება. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ საზღვრისპირა კუნძულების მოსახლეობას ურჩიეს, რომ უსაფრთხო ადგილებს შეაფაროს თავი. ამასობაში, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს სამხედრო მანევრებს საზღვრის სიახლოვეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო კვირაში დაგეგმილია მხოლოდ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი, წყალქვეშა გემების საწინააღმდეგო მანევრები, რომელიც ფხენიანის მიერ ხსენებული ყვითელი ზღვის უფრო სამხრეთით ჩატარდება.
XS
SM
MD
LG