Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინელმა მაღალჩინოსანმა ასადისაგან დაპირებები მიიღო


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩჟაი ცზიუნმა დაასრულა ორდღიანი ვიზიტი სირიაში, სადაც მოლაპარაკება გამართა ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ჩინეთის დელეგაციამ ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნა, სირიის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ დაინტერესებულია შეწყვიტოს ძალადობა, მოაწესრიგოს შიდა დიალოგი და არ დაუშვას საგარეო ჩარევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინელი დიპლომატი სირიაში შეხვდა ასევე ოპოზიციური დაჯგუფების წარმომადგენლებს, რომელთა ვინაობა არ სახელდება.
XS
SM
MD
LG