Accessibility links

logo-print

ეგვიპტემ გაიწვია საკუთარი ელჩი სირიიდან


ეგვიპტის ხელისუფლება იუწყება, რომ დღეს სირიიდან გაიწვია საკუთარი ქვეყნის ელჩი იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ხმამაღლა გმობს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხრიდან ანტისამთავრობო დემონსტრანტების დახოცვას. აღნიშნული გადაწყვეტილება ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ამრმა კაიროში მყოფ ელჩთან შეხვედრის დროს, სირიიდან ძალადობის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ მიიღო. სირიელი აქტივისტების თქმით, სირიის სამთავრობო ძალები აგრძელებენ კონცენტრაციას ქალაქ ჰომსის გარშემო, ხოლო კვირას ქალაქის ერთ-ერთი რაიონი, ბაბა ამრი არტილერიიდან დაიბობმა. შაბათს კი უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციის წევრები დაკრძალვის ცერემონიას დამასკში, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. გაეროს თანახმად ერთწლიანი ძალადობის შედეგად სირიაში 5400 ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
XS
SM
MD
LG