Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზიმ საპრეზიდენტო კამპანია მარსელიდან დაიწყო


კვირას მარსელში გამართული მასობრივი მიტინგით მეორე ვადით დაიწყო საარჩევნო კამპანია საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც მეორე ვადით აპირებს პოსტზე დარჩენას. საკუთარი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას სარკოზიმ განაცხადა, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა დაეხმარა საფრანგეთს კრიზისის სვალალო შედეგები თავიდან აცილებაში. პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მიზნად მიიჩნევს „ტრადიციული ინტერსების“ დაცვას. პრეზიდენტის არჩევნები საფრანგეთში 22 აპრილს გაიმართება. სოციოლოგიური გამოკითხვებით სოციალისტების საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ოლანდი ლიდერობს.
XS
SM
MD
LG