Accessibility links

logo-print

უიტნი ჰიუსტონი დაკრძალეს


ლეგენდარული ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი უიტნი ჰიუსტონი კვირას ნიუ ჯერსის სასაფლაოზე დაკრძალეს. მომღერალი 11 თებერვალს კალიფორნიაში გარდაიცვალა, გრემის დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე. მომღერალი 48 წლისა იყო. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ხოლო აუტოფსიის დასკვნა ოფიციალურად 8 კვირის შემდეგ გახდება ცნობილი. ოფიციალური პანაშვიდი კი შაბათს ნიუ ჯერსის ქალაქ ნიუ-იარკში გაიმართა ბაპტისტურ ეკლესიაში, რომელსაც შტატის მთავრობის წევრები, ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ კოსტნერი, რომელმაც უიტნი ჰიუსტონთან ერთად მთავარი როლი ითამაშა 1993 წელს გადაღებულ ბლოკბასტერში „პირად მცველში“. „როცა ანგელოზთა ჯარით გარშემორტყმული, შენი ზეციერი მამის წინაშე იმღერებ, ნუ აღელდები. შენ იქაც კარგი იქნები,“ - ამ სიტყვებით გამოეთხოვა მსახიობი უიტნი ჰიუსტონს.
XS
SM
MD
LG