Accessibility links

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან სამხედრო სწავლება ჩაატარა


სამხრეთ კორეამ დღეს სამხედრო სწავლება ჩაატარა ჩრდილოეთ კორეის საზღვაო საზღვრის სადავო მონაკვეთთან. სწავლება ჩატარდა ოფიციალური ფხენიანის გაფრთხილების მიუხედავად საპასუხო შეტევის განხორციელების შესახებ. სადავო კუნძულების რაიონში საარტილერიო სროლის ხმა ორი საათის განმავლობაში ისმოდა. სამხრეთკორეული მხარის ცნობით ჩრდილოეთ კორეა კვირას გაჟღერებული მუქარის ასრულებას არ აპირებს. ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში სამხედრო სწავლება ”წინასწარ გათვლილ სამხედრო პროვოკაციად” იყო მოხსენიებული.
XS
SM
MD
LG