Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში თავი დაიწვა 18 წლის ბუდისტმა ბერმა


უფლებადამცველი ორგანიზაცია ”კამპანია ტიბეტისთვის”, რომელიც ლონდონშია ბაზირებული, იუწყება, რომ კვირას კიდევ ერთმა ბუდისტმა ბერმა დაიწვა თავი. 18 წლის ბერმა, რომელმაც თავი დაიწვა სიჩუანის პროვინციის აბას პრეფექტურაში, სიკვდილის წინ ანტისამთავრობო ლოზუნგები წამოიძახა. ბერის ცხედარი მონასტერში შეიტანეს და შენობას ათასობით ადამიანმა შემოარტყა ალყა, რათა პოლიციელებს გვამი არ წაეღოთ. ერთი წლის განმავლობაში 21-მა ტიბეტელმა დაიწვა თავი ჩინეთის მმართველობის გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG