Accessibility links

logo-print

დღეს საბერძნეთს ფინანსური დახმარების მეორე პაკეტს გამოუყოფენ


ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები დღეს, როგორც ელიან, მოიწონებენ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მეორე პაკეტის - 130 მილიარდი ევროს გამოყოფას. მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ ეს ნაბიჯი ერთიანი ევროპული ვალუტის გარშემო შექმნილ ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, დიპლომატებისა და ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ახალი პაკეტი საბერძნეთის ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გადაჭრის და პრობლემების მოგვარებას მინიმუმ 10 წელი დაჭირდება.
XS
SM
MD
LG