Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები ირანში ჩავიდნენ ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად


საეოთაშორისო ექსპერტები ორი დღით ჩავიდნენ ირანში ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. საქმე ეხება ირანში გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების მეორე ვიზიტს თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში. ვიზიტის ფონს ქმნის საერთაშორისო დაძაბულობა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. გაეროს ატომური სააგენტოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ჰერმან ნაკერტსი ვიზიტის „უმაღლეს პრიორიტეტად“ ასახელებს ირანის „ბირთვული პროგრამის შესაძლო, სამხედრო განზომილების“ დადგენას. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ინპექტორები მოელიან, რომ ეწვევიან სამხედრო ბაზა ფარჩინს, სადაც ზოგიერთი ვარაუდით, შესაძლებელია ბირთვულ ქობინების შესაქმნელად ცდები ტარდებოდეს. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აქბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ ინსპექტორები არ ეწევევიან ბირთვულ ობიექტებს. ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ბოლო ცხრა თვის სარეკორდო დონემდეა გაზრდილი მას შემდეგ, რაც ირანმა კვირას შეაჩერა ნავთობის მიყიდვა ბრიტანეთისა და საფრანგეთისათვის, თეირანის წინააღმდეგ მათს ახალ სანქციებზე საპასუხოდ. ირანმა ქვეყნის სამხრეთში დაიწყო ოთხდღიანი სამხედრო მანევრები. მათი მიზანი ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის ხერხების დახვეწაა.
XS
SM
MD
LG