Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ორი სამხედრო ხომალდი სირიის ნავსადგურში იმყოფება


ირანის მედიის ცნობით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ორმა ხომალდმა ღუზები ჩაუშვა სირიის საპორტო ქალაქ ტარტუზის ნავსადგურში სირიის სამხედრო-საზღვაო ძალების გასაწვრთნელად. ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს ისრაელში, რომელმაც კვირას განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ირანის სამხედრო ხომალდებს, ისრაელის ტერიტორიულ წყლებში მათი შესვლის შემთხვევისათვის. ირანის ხომალდები, მათ შორის ერთი გამანადგურებელი, პარასკევს, 17 თებერვალს შევიდნენ ტარტუზის პორტში. სირიის ხელსიუფლება საერთაშორისო თანამეშობრობის მკაცრ კრიტიკას იწვევს ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო.
XS
SM
MD
LG