Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესაში დაიბეჭდა პუტინის მორიგი სტატია


რუსეთის გამოცემა „როსიისკაია გაზეტამ“ დღევანდელ ნომერში დაბეჭდა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის სტატია, რომელშიც საუბარია სამხედრო რეფორმასა და ხარჯებზე მომდევნო 10 წლის განმავლობაში. „ცხადია, რომ ვერ განვამტკიცებთ ჩვენს საერთაშორისო პოზიციას, ვერ განვავითარებთ ეკონომიკასა და დემოკრატიული ინსტიტუტებს, თუ ვერ შევძლებთ რუსეთის დაცვას“, წერს პუტინი. სტატიაში ნათქვამია ასევე, რომ მომდევნო 10 წლის განმვალობაში სამხედრო სფეროში დაიხარჯება 23 ტრილიონი რუბლი, ანუ 770 მილიარდი დოლარი. ამ სახსრების ნაწილი გამოიყოფა 400 ახალი საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტის, 100 სამხედრო სატელიტის, ახალი ხომალდებისა და სამხედრო თვითმფრინავების დასამზადებლად. პუტინი ეხება ევროპაში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმასაც, რომელსაც მოსკოვი ეწინააღმდეგება. პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთს აქვს დასავლეთის ანტისარაკეტო სისტემაზე „ეფექტიანი და ასიმეტრიული“ საპასუხო ზომების მიღების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG