Accessibility links

logo-print

ხვალიდან დაიწყება 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე ხვალიდან დაიწყება ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერს მიიღებს მილიონ 200 ათასზე მეტი ოჯახი და ამ მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან 25 მილიონი ლარი გაიცემა. ვაუჩერების დარიგებას საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ცივი ზამთრის პირობებში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდით ხსნის.
XS
SM
MD
LG