Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: მიუნხენში ქართული დელეგაციის წევრები სერგეი ივანოვს შეხვდნენ


თებერვლის დასაწყისში მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვეული ქართული დელეგაციის წევრები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ”ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის თედო ჯაფარიძის მთავარ კონსპირაციულ პარტნიორად მონათლულ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სერგეი ივანოვს საქართველოს დელეგაციის წევრები, მათ შორის, პროსახელისუფლებო ექსპერტები შეხვდნენ. ფანჯიკიძის განმარტებით, ინფორმაცია მიღებულია სარწმუნო წყაროსგან, რომლის ცნობით, შეხვედრა საკმაოდ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა. ”კარგია, თუ რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა შეხვედრაში მონაწილეობა მიეღოთ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც და შემდეგ საზოგადოებას გაეგო, რისთვის იმართება მსგავსი შეხვედრები, რა მიზნები აქვს და როგორია მათი შედეგი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG