Accessibility links

logo-print

დაკავებულია პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელბახიანი


დაკავებულია საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელიც აწ გარდაცვლილ ბიზნესმენთან ბადრი პატარკაციშვილთან ერთად შეთქმულების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში სამართალდამცავებმა 2008 წელს დაადანაშაულეს და ძებნილად გამოაცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, ვალერი გელბახიანი დღეს დააკავეს სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას. პარლამენტის ყოფილ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა მისი ვაჟი ირაკლი გელბახიანი, რომლის ინფორმაციით, ვალერი გელბახიანი გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს. დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე ვალერი გელბახიანმა საქართველოში ჩამოსვლა ავადმყოფი დედის სანახავად ითხოვა, რამდენიმე პარტიამ კი მისი თავდებობის სურვილი გამოთქვა.
XS
SM
MD
LG