Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ოპოზიციონერებს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის წესების გამარტივებასა და სხვა პოლიტიკურ რეფორმებზე მოსალაპარაკებლად. მედვედევთან შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ იმ პარტიათა წარმომადგენლები, რომლებსაც უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და რომელთა ლიდერებიც მონაწილეობდნენ დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. გამოსვლებზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. საპასუხოდ, მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელიც სავარაუდოდ, ისევ დაუბრუნდება პრეზიდენტის პოსტს 4 მარტის არჩევნების შედეგად, გამოვიდნენ რეფორმების ინიციატივით, უფრო კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG